აშშ-ში კორონავირუსზე პირველი ადამიანი აიცრა - VIDEO

სანდრა ლინდსი პირველი ადამიანია, რომელიც აშშ-ში, კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მედდა კრიტიკულად მძიმე პაციენტებთან მუშაობს.

ნიუ-იორკში ჩატარებული ვაქცინაციის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, 12 დეკემბერს ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა.