ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

Reuters-ის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, აშრაფ ღანიმ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დატოვა და ტაჯიკეთში გადავიდა.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" დღეს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.