ავღანეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 20 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.