ავსტრალიაში მეორე ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირდა

ავსტრალიის მეტეოროლოგებმა ქვეყანაში ამ კვირის განმავლობაში მეორე ტემპერატურული რეკორდი დააფიქსირეს. 18 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურამ 41,9 გრადუს ცელსიუსი შეადგინა, რაც სამშაბათის, 17 დეკემბრის მაჩვენებელს 1 გრადუსით აღემატება.

17 დეკემბერს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსის შკალაზე 40.9 გრადუსს მიაღწია.

მანმადე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 40.3 გრადუსი, ქვეყანაში 2013 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები ახალი ძალით მძვინვარებს. ქალაქ სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხელისუფლებამ ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა