ავსტრალიის ხელისუფლებამ სიდნეი კორონავირუსის ახალ კერად გამოაცხადა

ავსტრალიის სიდნეი ახალი სამხრეთ უელსის შტატში კორონავირუსის ახალ კერად გამოცხადდა. ამის შესახებ კუინზლენდის შტატის პრემიერმა, ანასთეიშა პალაშუკმა განაცხადა.

"შაბათიდან, 01.00-დან სიდნეიდან კუინზლენდის ტერიტორიაზე აღარავის დაუშვებენ. ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და კუინზლენდის მოსახლეობის ჯანმრთელობას პირველ ადგილზე ვაყენებთ", - წერს პალაშუკი "ტვიტერში".

მისი თქმით, კუინზლენდის მოსახლეობა სიდნეიდან დაბრუნებას შეძლებს. შტატში შემოსვლისთანავე ისინი 2 კვირით სასტუმროში უნდა დაბინავდნენ და თვითიზოლაციის ხარჯები თავად დაფარონ.

28 ივლისს ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 63 სკოლა დაიხურა