ავსტრალიის ხელისუფლებამ სიდნეიში ასობით ჯარისკაცი გაგზავნა

ავსტრალიის ხელისუფლებამ "ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სიდნეიში ჯარისკაცების განთავსების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო მიიღო.

შეიარაღებული ძალების ნაწილები გადამზადებას მიმდინარე კვირის ბოლოს გაივლიან და უკვე ორშაბათიდან ქალაქში უიარაღო პატრულირებას შეუდგებიან.

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში "ლოქდაუნი" ოთხი კვირით, 28 აგვისტომდე გახანგრძლივდა.