აზერბაიჯანის პროკურატურა: 27 სექტემბრიდან დღემდე 270 ადამიანი დაიჭრა, 60 გარდაიცვალა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარების გამწვავებიდან დღემდე, აზერბაიჯანის მხრიდან 60 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 270-მდე ადამიანი დაიჭრა. 

ამავე უწყების ინფორმაციით, განადგურებულია 1,704 საცხოვრებელი სახლი. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. 

ცნობისთვის, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად განჯაში 13 ადამიანი დაიღუპა, 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.