ბაიდენის ინაუგურაციის დროს ტრამპმა კიდევ ერთი ადამიანი შეიწყალა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი ადამიანი შეიწყალა. ეს არის მოსამართლისა და Fox News-ის წამყვანის, ჯანინ პიროს ყოფილი მეუღლე.

ის 2000 წელს გადასახადების გადაუხდელობის გამო დააკავეს. შეწყალება მას ნასამართლობას მოუხსნის. 

ქვეყნის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება. ის ამ წუთებში ფლორიდაში იმყოფება.