BBC: "თეთრი ჩაფხუტების“ დამფუძნებელი გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

"თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯეიმს ლე მეზიურე სიმაღლიდან გადმოვარდა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ჯეიმს ლე მეზიურე თურქეთის ქალაქ სტამბოლში გარდაცვლილი 11 ნოემბერს იპოვეს.