თავში

"თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამაარსებელი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს

"თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამაარსებელი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს
თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამაარსებელი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ბრიტრანელი ჯეიმს ლე მეზიურე თურქეთის ქალაქ სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეზიურეს ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ის აივნიდან გადავარდა.

ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრ ჩაფხუტებში“ დაადასტურეს.

"შეძრწუნებითა და მწუხარებით შევიტყვეთ ჰუმანიტარული ორგანიზაციის, "Mayday Rescue-ს" დამაარსებლისა და დირექტორის, ჯეიმს ლე მეზიურეს ორშაბათს დილით, ტოპჰანეში, სტამბოლში, თურქეთში მის სახლში გარდაცვალების შესახებ. Mayday ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც "თეთრ ჩაფხუტებს“ უჭერს მხარს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system