ბელარუსში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ბელარუსის ქალაქ ლიდაში, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, პოლიციამ აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

დღეს, მინსკის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია - "სახალხო ულტიმატუმი" - იმართება.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა დღეს იწურება.