ბილ კლინტონი კლინიკიდან გაწერეს

სისხლის ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში მოთავსებულმა ბილ კლინტონმა, კლინიკა უკვე დატოვა. 

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოდან მას შემდეგ გაწერეს, რაც მას ტემპერატურა და ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში დაურეგულირდა. 

კლინტონის წარმომადგენლის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში დაბრუნდება და მკურნალობის კურსს ანტიბიოტიკებით დაასრულებს. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი კალიფორნიის საავადმყოფოში პარასკევს, 15 ოქტომბერს გადაიყვანეს.