ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა.

ბოლსონარუს განცხადებით, COVID-19–ზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი დაადასტურა. 

მანამდე, მისი ოფისის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრებოდა.