ჩავუშოღლუ: აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე და დიპლომატიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე და დიპლომატიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ "ტვიტერზე".

”გულწრფელად გილოცავთ ამ წარმატებას. ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად ვაგრძელებთ ერთ ერად, ერთ სულად ყოფნას”, - წერს ჩავუშოღლუ.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.