ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო, ჩეხეთში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიხურება, აიკრძალება საშობაო ბაზრობები. ამასთან, მასობრივ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 1 000-მდე შემცირდა.

შეზღუდვების ამოქმედებიდან 10 დღეში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება მოხდება.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს, რომელმაც გუშინ საავადმყოფო დატოვა, კორონავირუსი დაუდასტურდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში დააბრუნეს.