თავში

ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, ზემანმა საავადმყოფო დატოვა

​ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, ზემანმა საავადმყოფო დატოვა
ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, ზემანმა საავადმყოფო დატოვა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფო დატოვა. ინფორმაციას ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

"ხუთშაბათს, 2021 წლის 25 ნოემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი პრაღის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერეს, საიდანაც ლანიში (რეზიდენციაში) გადაიყვანეს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნეს, პრეზიდენტი, მისი ოჯახი და უახლოესი პირები ინფორმირებულები იყვნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროგნოზების, შესაძლო რისკებისა და გართულებების შესახებ.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ურჩევენ, სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელობით მკურნალობა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელოს , თუმცა, პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გათვალისწინებით, პატივს სცემენ მის გადაწყვეტილებას „კონსტიტუციური მოვალეობების სამედიცინო დაწესებულების მიღმა შესრულების პრიორიტეტთან დაკავშირებით“.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციაში ზემანზე სპეციალიზებული კომპანია SENIOR HOME GROUP იზრუნებს, რომელსაც საავადმყოფომ ყველა საჭირო სამედიცინო დოკუმენტაცია და მოვლის გეგმა გადასცა.

მოსალოდნელია, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად პეტრ ფიალუს 26 ნოემბერს დანიშნავს.

ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტს ექიმებმა ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს.

76 წლის ზემანი ფეხების ნეიროპათიით არის დაავადებული. ამ ავადმყოფობის გამო, მან ახლახანს ინვალიდის ეტლით სარგებლობა დაიწყო. ასევე პრეზიდენტი სმენის დაქვეითებას და არტერიულ წნევას უჩივის. მანამდე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დიაბეტის გამო იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system