Clubhouse-ის განცხადებით, მათი სოციალური ქსელი არავის "დაუჰაკავს"

სოციალური ქსელი Clubhouse განცხადებას ავრცელებს. მისი წარმომადგენლების თქმით,  Clubhouse არავის "დაუჰაკავს" და ინტერნეტში გავრცელებული 1,3 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

Clubhouse ამის შესახებ Twitter-ზე წერს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა Clubhouse-ის მომხმარებლების პირადი მონაცემები მოიპარეს და პოპულარულ ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს. ამასთან, აღნიშნულ მონაცემებზე სრული წვდომა ყველას უფასოდ ჰქონდა.