დატბორილ მაღაროში ჩინელი მაღაროელების ადგილსამყოფელი დადგენილია

მაშველებმა იპოვეს 21 მაღაროელი, რომლებიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში ქვანახშირის მაღაროს დატბორვის შემდეგ მიწის ქვეშ აღმოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა China Daily ავრცელებს.

წყალდიდობა 10 აპრილს მოხდა. მაღაროში 29 ადამიანი იმყოფებოდა. 11 აპრილს 8 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

წყალდიდობის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა და მაღაროელებთან კავშირი გაწყდა.

ამჟამად ადგილზე 1400-ზე მეტი მაშველია მობილიზებული, რომლებიც მაღაროელების გადარჩენას ცდილობენ.