დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის 39 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 39 950 შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 46 314 039 ადამიანს აქვს გაკეთებული, ორივე დოზა კი 36 099 727 ადამიანს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში ვირუსის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 120 ათასზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის, 17 ივლისს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

18 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავა.