თავში

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი საიდ ჯავიდი, რომელიც ორი დოზით ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირდა

ჯავიდმა განმარტა, რომ ტესტი გუშინ აიღო, დღეს კი COVID-19-ზე დადებითი პასუხი მიიღო. 

მინისტრი აცხადებს, რომ მას ინფიცირება მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით გამოუვლინდა, რაც ვაქცინის დამსახურებაა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან, რათა დაინფიცირების შემთხვევაში უკეთ იყვნენ დაცულნი.

მისივე თქმით, PCR ტესტის პასუხამდე ის თვითიზოლაციაში რჩება.  

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 870 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 49 ინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system