დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 23 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით 355 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 23 287 ახალი შემთხვევა. 

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია კორონავირუსის 1 146 484 შემთხვევა, მათ შორის 48 475 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პოლიციამ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 104 პირი დააკავა.

დაკავებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში 4-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.