მაიკ პომპეო ერდოღანის შემდეგ ნეთანიაჰუს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ისრაელში გაემგზავრა. პომპეო დღეს პრემიერ-მინისტრს, ბენიამიმ ნეთანიაჰუს შეხვდება. მხარეები სირიაში შექმნილ ვითარებასა და რეგიონში „ერაყის რეჟიმის ქმედებებით გამოწვეულ“ ვითარებაზე იმსჯელებენ.

„კარგია რომ #ისრაელში ვარ და მოუთმენლად ველოდები შეხვედრას და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, მათ შორისა რეგიონული ვითარება და საფრთხეები, ასევე ამერიკის უახლოესი მოკავშირისა და პარტნიორის უსაფრთხოება“, - დაწერა პომპეომ საკუთარ ტვიტერზე.

ჩრდილოეთ სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანას ისრაელის შეშფოთება მოჰყვა. ისრაელმა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა, თუმცა, ტრამპის გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია. აშშ-ს დელეგაციამ, პრეზიდენტ ერდოღანთან, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწია.

ისრაელის პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაიკ პომპეო დღესე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.