თავში

აშშ-მ და თურქეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს - განახლებულია

აშშ-მ და თურქეთმა სირიაში
აშშ-მ და თურქეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს - განახლებულია

თურქეთი თანახმაა, რომ სირიაში მიმდინარე ოპერაცია შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომელიც ანკარაში ვიზიტით იმყოფება.

"თურქეთი ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" შეაჩერებს, რათა ქურთების სახალხო შენაერთებს 120 საათის განმავლობაში უსაფრთხოების ზონის დატოვების ნება მისცეს. ამის შემდეგ თურქეთი სირიაში ოპერაციას დაასრულებს", - განაცხადა პენსმა ბრიფინგზე.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებით ის კმაყოფილია. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ აშშ სირიაში მიმდინარე ოპერაციის გამო თურქეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ გეგმავს. 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.

თურქეთში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი მაიკ პომპეოც, რომლიც ანკარაში შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system