ირანი შეცდომას ნანობს

ირანის მე-7 პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კატასტროფული შეცდომის დაშვების გამო. ჰასან როუჰანი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დაღუპულია ირანის 82 მოქალაქე, 63 კანადის  და 11  უკრაინის. ბორტზე  ასევე იმყოფებოდნენ შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები.