თავში

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა
ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განცხადება გააკეთა. მათ აღიარეს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ იმსხვერპლა, თუმცა ეს შემთხვევითობა იყო. ირანი, "ბოინგ 737-ის" ჩამოგდებას ადამიანურ შეცდომას უკავშირებს და აცხადებს, რომ  მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მკვეთრად გადაუხვია სენსიტიური სამხედრო ბაზისკენ, იქ მყოფმა სამხედროებმა მექანიკური შეცდომა დაუშვეს. 

მათივე განცხადებით, თითოეული პირი მკაცრად დაისჯება. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ირანი კატეგორიულად უარყოფდა თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას, თუმცა აშშ-ს და კანადის დაზვერვა, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები ამტკიცებდნენ, რომ "ბოინგ 737" სწორედ ირანულმა რაკეტამ იმსხვერპლა. 

გამოცემა The New York Times-მა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ხვდება რაკეტა თვითმფრინავს.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system