დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობას უხდის

თურქეთთან სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას მიკრობლოგ "ტვიტერში“  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმაურება.

დონალდ ტრამპი მადლობას უხდის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.