დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პოლიტიკა გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგების სერვისი "ტვიტერი" გააკრიტიკა, რომელმაც მის ტვიტებზე 2 ნიშანი - "სავარაუდოდ არაზუსტი" დასვა.

ტრამპი წერს, რომ "ტვიტერი" უკონტროლო გახდა. მისი აზრით, ეს მთავრობის მიერ ნაჩუქარი, 230-ე მუხლის წყალობით მოხდა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კომუნიკაციების სფეროში ეთიკის შესახებ კანონის მუხლს გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დამალა და განმარტა, რომ მისი სიტყვები სადავო შინაარსისაა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.