თავში

Twitter დონალდ ტრამპს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ აფრთხილებს - PHOTO

Twitter დონალდ ტრამპს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ აფრთხილებს
Twitter დონალდ ტრამპს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ აფრთხილებს - PHOTO

Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დამალა და განმარტა, რომ მისი სიტყვები სადავო შინაარსისაა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. 

"დემოკრატები არჩევნების მოპარვას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. არჩევნების დასრულების შემდეგ ხმის მიცემა შეუძლებელია", - ასეთი სიტყვები დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

ტრამპის მიერ დაწერილი სიტყვები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპის კონკურენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მას სჯერა გამარჯვების. Twitter-მა ტრამპის პოსტს გამაფრთხილებელი ნიშანი დაუყენა.

ცნობილია, რომ ტრამპმა Facebook-ზეც გამოაქვეყნა იდენტური შეტყობინება, თუმცა მსგავსი გაფრთხილება არ მიუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system