დონალდ ტრამპმა 2 ინდაური შეიწყალა - VIDEO

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ინდაურების შეწყალების ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.

ტრადიციის თანახმად, შეწყალებულ ფრინველებს, ვირჯინიის ნაკრძალში გაგზავნიან.

მადლიერების დღე აშშ-ის ყველაზე პოპულარული საერთო-სახალხო დღესასწაულია. მას შეერთებულ შტატებში ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი აღნიშნავს.