თავში

ტრამპი 2 თეთრ ინდაურს - "სიმინდას" და "ტაროს" შეიწყალებს

ტრამპი 2 თეთრ ინდაურს - "სიმინდას" და "ტაროს" შეიწყალებს
ტრამპი 2 თეთრ ინდაურს - სიმინდას და ტაროს შეიწყალებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრადიციის თანახმად, მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური შეიწყალებს. ინდაურების ვინაობა, ვისაც წელს გაუმართლა, უკვე ცნობილია. მათ "სიმინდა" და "ტარო" დაარქვეს და სასტუმრო Willard InterContinental -ში ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე უკვე წარუდგინეს. ინდაურების შეწყალების ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართება, შემდეგ კი შეწყალებულ ფრინველებს, ასევე ტრადიციის თანახმად, ვირჯინიის ნაკრძალში გაგზავნიან.

ტრადიციის თანახმად, ცერემონიაზე ორი ინდაური მოჰყავთ და შეწყალება ორივესთვისაა განკუთვნილი, თუმცა მანამდე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რომელი მათგანი გახდება 2020 წლის შეწყალების ცერემონიის მთავარი მოქმედი გმირი. სოციალურ ქსელებში კენჭისყრა უკვე დაწყებულია.

მადლიერების დღე აშშ-ის ყველაზე პოპულარული საერთო-სახალხო დღესასწაულია. მას შეერთებულ შტატებში ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი აღნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system