კომპანია SpaceX იტყობინება, რომ ორბიტაზე პირველი სამოქალაქო მისია თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.
”ეკიპაჟი ჯანმრთელია, ბედნიერია და კომფორტულად ისვენებს.
სანამ ეკიპაჟი დაიძინებდა, მან დედამიწას 5,5-ჯერ შემოუარა, სამეცნიერო კვლევის პირველი რაუნდი დაასრულა და ისადილა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის 16 სექტემბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა.
მისიაში Inspiration4 მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტები შედიან. ეკიპაჟის წევრები არიან მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, ტურისტი ჰეილი არსენო, მეწარმე და მკვლევარი სიან პროკტორი და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი. მათ მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჰეილი არსენოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ბავშვობაში მან ძვლის კიბო გადაიტანა, რის გამოც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.