თავში

SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა - VIDEO

​SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა
SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა - VIDEO

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა. რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხზე, თბილისის დროით 4:03-ზე აიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისიაში Inspiration4 მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტები შედიან. ეკიპაჟის წევრები არიან მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, ტურისტი ჰეილი არსენო, მეწარმე და მკვლევარი სიან პროკტორი და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი. მათ მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰეილი არსენოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ბავშვობაში მან ძვლის კიბო გადაიტანა, რის გამოც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

კოსმოსური ტურისტები მომდევნო სამ დღეს დედამიწის გარშემო იმოძრავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system