ერაყის პარლამენტი ირანის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს

ერაყის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ალ-ჰალბუსი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშის დროს ირანის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს.

"ჩვენ ირანის მიერ ერაყის სუვერენიტეტის დარღვევასა ვგმობთ და ვაცხადებთ, რომ მოწინააღმდეგე მხარეების მცდელობა, ერაყის ტერიტორია შურისძიებისთვის გამოიყენონ, მიუღებელია", - განაცხადა სპიკერმა.

ალ-ჰალბუსი მხარეებს სიმშვიდისკენ, ქვეყნის მთავრობას კი მსგავსი თავდასხმების აღსაკვეთად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

ირანმა ერაყში კოალიციური ჯარების ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ჯარებია განლაგებული, სარაკეტო იერიში მიიტანა.