ერაყის საკითხთან დაკავშირებით, ხვალ ნატო-ს საგანგებო სხდომა ჩატარდება

ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა 6 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება.

3 იანვარს ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. ირანმა განაცხადა, რომ ამისათვის აშშ-ზე შურს იძიებს. დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ თუ ირანი სულეიმანის ლიკვიდაციას გაფრთხილებად არ მიიღებს და ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ განცხადებებს არ შეწყვეტს, აშშ თეირანისთვის მნიშვნელოვან 52 ობიექტს დაარტყამს