ერაყში, ავიაბაზასთან, რომელსაც აშშ-ის ძალები იყენებენ, 5 დაკეტა დაეცა

დასავლეთ ერაყში მდებარე აინ-ალ-ასადის საჰაერო ბაზის მიმართულებით, რომელსაც კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით იყენებს, 5 რაკეტა გაისროლეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კოალიციის წარმომადგენლის თქმით, მსხვერპლი ან დაშავებული არავინაა.

ერაყის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა "კატიუშა" გამოიყენეს.

კოალიცია აინ-ალ-ასადის ბაზას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.

რამდენიმე დღით ადრე ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატების ორი თავდასხმა აღკვეთეს