თავში

ერაყმა ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთა

​ერაყმა ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთა
ერაყმა ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთა

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატების ორი თავდასხმა აღკვეთეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ანონიმურმა წყარომ ერაყის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ორი დრონი დააფიქსირეს, რომელთა მიზანი აეროპორტის დიპლომატიური ზონა იყო.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერაყის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system