ერდოღანი ტრამპს Twitter-ში პასუხობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ლიდერს, დონალდ ტრამპს Twitter-ში პასუხობს.

დონალდ ტრამპმა გუშინ თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი, როდესაც ჩვენ ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მთავარი მტერია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

გუშინ საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.