ერდოღანი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში სტრატეგიული დონის მოლაპარაკებებს გამართავს.

"გესმით, როგორი მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი უსაფრთხოების კონტექსტში და ყირიმის საკითხისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანოს.