თავში

თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანოს - ერდოღანი

​თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებაში
თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანოს - ერდოღანი

ანკარა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, თურქეთი, მხარეთა თანხმობით, მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირებაში წვლილი შეიტანოს, რაც, შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც შუამავლობით, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმატით.

"ანკარა ეწინააღმდეგება უკრაინის ირგვლივ სიტუაციის შემდგომ ესკალაციას და რეგიონში სტაბილურობის დაცვას უჭერს მხარს. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის არხების ჩამოყალიბებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა შევამციროთ დაძაბულობა, რომელიც ბოლო კვირებში კიევსა და მოსკოვს შორის არსებობდა. თურქეთი, რა თქმა უნდა, მზად არის, გადადგას ნაბიჯები ჩვენს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system