ესტონეთის პრეზიდენტმა ტოკიოში მეტროთი იმგზავრა

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ტოკიოში მეტროთი იმგზავრა. მატარებელში გადაღებულ ფოტოს ის მიკრობლოგ „ტვიტერში“ აქვეყნებს და წერს, რომ მგზავრობა მას ძალიან მოეწონა.

ესტონეთის პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად დღეს აბრძანდა.