ევროკავშირის მარეგულირებელი ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ევროპის წამლის სააგენტო "საკმაოდ დარწმუნებულია", რომ ევროკავშირში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინები კორონავირუსის "ინდური შტამის" წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ ვაქცინებთან მიმართებაში EMA-ს სტრატეგიების ხელმძღვანელი, მარკო კავალერი აცხადებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მისი თქმით, მონაცემები "საკმაოდ იმედისმომცემია", რომ BioNTech/Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინები ეფექტურია, "ყოველ შემთხვევაში იმ დოზით, რომელიც სათანადო დაცვას უზრუნველყოფს".

"EMA იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ნებადართული სხვა ორი ვაქცინაც - Oxford/AstraZeneca-სი და Johnson & Johnson-ის - ეფექტური იქნება", - განაცხადა მან.

კავალერის თქმით, სააგენტო ამჟამად მეტ მტკიცებულებას აგროვებს ინდოეთიდან, სადაც Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას იყენებენ.

"მანამდე ჯამში საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინები, როგორც წესი, ამ ბარიერს გადალახავს", - განაცხადა მან. 

ინდოეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 348,4 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 23,3 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 4205 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანამ მორიგი ანტირეკორდი დააფიქსირა. დაღუპულთა რიცხვი 254 ათასამდე გაიზარდა.

კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 44 ქვეყანაში გამოვლინდა.