ფხენიანი ბოდიშს იხდის კორონავირუსიანი სამხრეთკორეელის დახვრეტის გამო

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ძალიან წუხან სამხრეთკორეელი მოქალაქის დახვრეტის გამო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს დღეს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, სადაცა ნათქვამია, რომ ფხენიანი ძალიან წუხს ინციდენტის გამო, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. აღმოჩნდა, რომ სამხრეთკორეელი, რომლიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დახვრიტა. 

შეგახსენებთ, თევზკონტროლის უწყების თანამშრომელი, რომელიც სამხრეთ კორეის კატარღიდან ჩრდილოეთ კორეის მოსაზღვრე წყლებში მორიგეობის დროს დაიკარგა, ჩრდილოკორეულმა მხარემ მოკლა.