ფლორიდაში მიმავალი ტრამპი ინაუგურაციის პროცესს ადევნებდა თვალყურს - CNN

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფლორიდაში მიმავალ გზაზე თვითმფრინავში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მაინც ადევნებდა თვალს. ამის შესახებ CNN-ს ფრენის ბორტზე მყოფმა პირმა განუცხადა. 

ქვეყნის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება. ის ამ წუთებში ფლორიდაში იმყოფება.