გაჩნდება თუ არა COVID-19-ის უფრო გადამდები შტამი - ბილ გეითსის განმარტება

Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა, თავის Twitter-ზე წელს კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამის გაჩენის ალბათობა შეაფასა.

"უფრო გადამდები შტამის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ პანდემიის დროს ბევრი სიურპრიზი შეგვხვდა", - წერს ის.

გეითსის თქმით, "ომიკრონის" შტამის გამო ბევრმა ადამიანმა იმუნიტეტი " სულ მცირე, მომდევნო ერთი წლით" შეიძინა.

"გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად მოგვიწიოს", - განაცხადა მან.

მანამდე ბილ გეითსმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მომავალ წელს დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი არასაკმარისია.