თავში

ბილ გეითსმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი გამოაცხადა

​ბილ გეითსმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი გამოაცხადა
ბილ გეითსმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი გამოაცხადა

COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მომავალ წელს დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი არასაკმარისია. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა, თავის პირად ბლოგში დაწერა,

მან აღიარა, რომ არ ელოდა ასეთი გადამდები ვარიანტის, "დელტას" გამოჩენას და ასევე არ ელოდა, რომ ამდენი ხანი მოუწევდა ხალხის დარწმუნება, აცრილიყვნენ და პირბადეები ეტარებინათ.

”თუმცა, იმედი მაქვს, რომ დასასრული შორს არ არის. სხვა პროგნოზის გაკეთება სისულელე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება”, - განაცხადა მან.

გეითსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შტამი "ომიკრონი" შემაშფოთებელია, გლობალური საზოგადოება ვირუსთან გამკლავებისთვის ახლა უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე წინა ფაზებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system