გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

დღეიდან, პირველი ივლისიდან გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან თავმჯდომარეობა ექვსთვიანი როტაციის პრინციპით ხორვატიისგან გადაიბარა. შესაბამისად, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოში გამართულ სხდომებზე თავმჯდომარე გერმანია იქნება.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის დაძლევა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ძირითადი თემა იქნება