თავში

გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის თემა ცნობილია

​გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის თემა ცნობილია
გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის თემა ცნობილია

ევროპაში კორონავირუსის პანდემიის დაძლევა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ძირითადი თემა იქნება. ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

"იზოლირებულად და დამოუკიდებლად ამ კრიზის ვერც ერთი ქვეყანა დაამარცხებს. მისი დაძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ ერთობლივად და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ. ჩვენი საერთო მიზანი კრიზისიდან ერთობლივი გასვლა უნდა გახდეს და მომავლის განჭვრეტა. სწორედ ეს იქნება ევროკავშირის საბჭოში ჩვენი თავმჯდომარეობის ძირითადი მოტივი", - განაცხადა მერკელმა.

გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ნახევარი წლით 1 ივლისს გადაიბარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system