გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180 ადამიანს გადააჭაბა. 73 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კობლენცის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, რაინლანდ-პფალცის მიწაზე, სულ მცირე, 134 ადამიანი დაიღუპა. 47 ადამიანი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად 766 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. დამატებით 200 მილიონ ევროს ფედერალური მიწები გამოყოფენ.