თავში

გერმანიის მთავრობა წყალდიდობის ზარალს 200 მლნ-თი აანაზღაურებს

​გერმანიის მთავრობა წყალდიდობის ზარალს €200 მლნ-თი აანაზღაურებს
გერმანიის მთავრობა წყალდიდობის ზარალს 200 მლნ-თი აანაზღაურებს

გერმანიის მთავრობა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. დამატებით 200 მილიონ ევროს ფედერალური მიწები გამოყოფენ. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

"ჩვენ სასწრაფო დახმარების მობილიზებას ვახდენთ. მის ფარგლებში ახლა 400 მილიონი ევრო გვჭირდება, მთავრობამ 200 მილიონი ევრო შესთავაზა", - განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლება ხელმძღვანელობდა იმ თანხებით, რომლებიც წინა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოიყო.

”თუ უფრო მეტი იქნება საჭირო, ჩვენ მეტ ფულს გამოვყოფთ”, - ხაზი გაუსვა შოლცმა.

გარდა გადაუდებელი დახმარებისა, ხელისუფლება გეგმავს, შექმნას ფონდი განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

დასავლეთ გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 170 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system