გერმანიის ხელისუფება : ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს

გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" კლასის ნივთიერებით მოწამლეს. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ხელისუფლება ავრცელებს. 

ომსკიდან მოსკოვში მიმავალი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.